NBA-ს ვარსვკლავი ბითაძეს დაკავშირებით: "აქ მსგავსი რამ არასდროს ყოფილა"

23-11-2021, 15:02

"ინდიანა პეისერსის" ცენტრმა და ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო დამფარებელმა მაილს ტერნერმა კლუბის ყოფილი მწვრთნელი ნეიტ ბიორკგრენი ცუდად მოიხსენია. ტერნერმა ასევე ის ინციდენტიც გაიხსენა, რომელიც ქართველ ცენტრ გოგა ბითაძესა და ასისტენტ მწვრთნელ გრეგ ფოსტერს მოუვიდათ.

"ის, რაც გოგასა და გრეგს შორის მოხდა, ძალიან ცუდ იყო. "ინდიანაში" მსგავსი რამ არასდროს ყოფილა. არ მახსენდება, საქმე გაწევ-გამოწევამდე მისულიყოს. იმ ამბავს გასახდელში გაგრძელებაც მოჰყვა, სადაც ბევრი უსიამოვნო საუბარი იყო.

საბოლოოდ, ყველაფერი ფილმს დაემსგავსა. ბევრი წაგება მოგვიგროვდა და პლეი-ოფის მიღმაც პირველად დავრჩი. არაფერი დაგვრჩენოდა იმის გარდა, რომ მომხდარს შევგუებოდით. უბრალოდ, ვგრძნობდით, რომ გუნდში მეტი ერთიანობა იყო საჭირო, რასაც მივაღწიეთ კიდეც", - განაცხადა ტერნერმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 მაისს, "ინდიანა პეისერსისა" და "საკრამენტო კინგსის" შეხვედრაში გოგა ბითაზე და გრეგ ფოსტერი ერთმანეთს წაეკიდნენ, რის შემდეგაც ითქვა, რომ კლუბში არაჯანსაღი ვითარება იყო. სეზონის დასრულების შემდეგ, ბიორკგრენი დაითხოვეს, მის ნაცვლად კი გამოცდილი რიკ კარლაილი მოვიდა.

მიუხედავად ახალი მწვრთნელის მოსვლისა, გოგა ბითაძეს "პეისერსში" თავის დამკვიდრებ კვლავ უჭირს - ქართველს მიმდინარე სეზონში 14 მატჩი აქვს ჩატარებული და საშუალოდ შემდეგ სტატისტიკას აფიქსირებს: 9.1 წუთი, 3.0 ქულა, 2.4 მოხსნა, 0.6 ჩაჭრა, 0.6 დაფარება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით