"უეფას პრეზიდენტმა მთხოვა, რომ რეალი დაგვემარცხებინა", - შერიფის ქართველი დირექტორი

23-11-2021, 23:28

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია "შერიფის" მხრიდან მადრიდის "რეალის" დამარცხება იყო.

მოლდოვური კლუბის პრეზიდენტი ვაჟა თარხნიშვილია, რომელმაც "სამეფო კლუბთან" მატჩთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა:

"მატჩის დღეს მეგობარს ვუთხარი, რომ მადრიდის "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ არა დღეს. როცა პირველი გოლი გავიტანეთ, ჩემი მეგობრები ძალიან გახარებულები იყვნენ, ხოლო მე მათ ვეუბნებოდი, რომ ჯერ ყველაფერი წინ იყო.

მადრიდელებმა ანგარიში გაათანაბრეს და ზეწოლა გააძლიერეს, ვნატრობდი, რომ მატჩი მალე დასრულებულიყო, მაგრამ ტილმა დიდებული გოლი გაიტანა, ამ დროს ემოციები მეც ძალიან მომეძალა.

"შახტართან" გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, უეფას პრეზიდენტმა მითხრა, რომ "რეალისთვის" მოგვეგო, მე კი ვუთხარი პრობლემა არ არის მეთქი, პირობა ავასრულეთ კიდეც.  ნორმალური კაცია, უბრალო ადამიანი"
, - განაცხადა მან.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით