"ჩელსის" "იუნაიტედთან" მატჩამდე ლიდერები გამოაკლდნენ - დიდი დარტყმა

24-11-2021, 16:00

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩებში, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედმა", ასევე "ჩელსიმ" მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს.

ლონდონურმა კლუბმა სტემფორდ ბრიჯზე "იუვენტუსი" 4-0 გაანადგურა და ჯგუფის სათავეშიც გადაინაცვლა, მაგრამ ტომას ტუხელის ბანაკში მაინც ცუდი ამბებია.

გასულ მატჩში მოედნის იძულებით დატოვება მოუწიათ ნ'გოლო კანტეს და ბენ ჩილუელს, ორივე მოთამაშე ტრავმებმა შეაწუხეს.

მატჩის შემდეგ, გერმანელმა მწვრთნელმა "არისტოკრატების" წამყვანი ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ჩილუელს მკვეთრი ტკივილები ჰქონდა მუხლში, მსგავსად კანტესაც. ამის გარდა, ნგოლომ კოჭიც გადაიბრუნა, დანარჩენს კი ხვალ, გამოკვლევების შემდეგ გეტყვით", - განაცხადა ტომასმა.

ბრიტანულ მედიაში უკვე ფიქრობენ, რომ ლონდონურ კლუბს პრემიერ ლიგის მოახლოებულ მატჩში ორივე ფეხბურთელი გამოაკლდება.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ტურში ერთმანეთს სწორედ "ჩელსი" და "იუნაიტედი" შეხვდებიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით