რონალდუს პირველი კომენტარი "ვილიარეალთან" გამარჯვების შემდეგ

24-11-2021, 16:30

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-5 მატჩში გაიტანა და "მანჩესტერ იუნაიტედს" კიდევ ერთხელ მოაგებინა.

მისტერ ჩემპიონთა ლიგამ შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა.

"ყოველთვის დიდებულია ესპანეთში თამაში, გამარჯვების მოპოვება და გოლის გატანა. ეს ქვეყანა ჩემთვის მუდამ განსაკუთრებული იყო.

ვულოცავ ბიჭებს შესანიშნავ გამარჯვებას და იქ გასვლას, სადაც უნდა ვიყოთ! ჩვენ ვართ მანჩესტერ იუნაიტედი და ამ კლუბისთვის ბრძოლას არასდროს შევწყვეტთ. 

წინ, ეშმაკებო!", - წერს კრიშტიანუ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით