ბელგიური კარიერა სრულდება?! სად ითამაშებს ჩაკვეტაძე

24-11-2021, 13:52

ბელგიური მედიის ინფორმაციით, შესაძლოა გიორგი ჩაკვეტაძემ კარიერა სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გააგრძელოს.

ამის თაობაზე ადგილობრივი გამოცემა, Voetbalnieuws, იტყობინება:

"მიუხედავად იმისა, რომ "გენტს" საკმაოდ დიდი დანაკლისი ჰქონდა, ჩაკვეტაძე კვლავ ვერ მოხვდა 21-კაციან განაცხადში, ეს კი დიდ ყურადღებას იწვევს."

"აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს "გენტში" კვლავ ენდობიან, მაგრამ სავარაუოდოდ მთავარმა მწვრთელმა ქართველის ნდობა დაკარგა, ის 4 წლის წინ კლუბში ახალგაზრდა ტალანტის სახელით მივიდა და როდესაც ჯანმრთელია მასზე გაცემულ ავანსებსაც ამართლებს, მაგრამ ხშირად ტრავმიანობს, რის გამოც ძალიან ბევრის უცდება." - წერს Voetbalnieuws.

"მართალია, Ghelamco Arena-ზე ბევრ გულშემატკივარს კვლავაც ჩაკვეტაძის პოტენციალის იმედი აქვს, ბიჭის, რომელიც იქ ოთხი წლის წინ, როგორც ტალანტი მივიდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა და ის მოლოდინებს ამართლებდა, მაგრამ ახლა შესაძლოა ის მწვრთნელის გეგმებში აღარ ჯდება.  ვინ იცის, იქნებ ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, წასასვლელადაც ემზადება, რადგან მისი კონტრაქტი 2023 წელს სრულდება". - იუწყება ბელგიური გამოცემა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით