პირველი წრის იმედგაცრუებებშია - ხვიჩას რუსი ჟურნალისტები კვლავ აკრიტიკებენ

24-11-2021, 13:56

ხვიჩა კვარაცხელია კვლავ რუსული მედიის კრიტიკის ობიექტია - შეიძლება ითქვას, რომ მან ყაზანის "რუბინში" სეზონის პირველი ნახევარი ჩააგდო.

"წინა სეზონში ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თუმცა ამ სეზონში კვარაცხელია თითქოს გაქრა. მისი მდგომარეობა ყაზანური გუნდის სპორტულმა დირექტორმა იდეალურად ახსნა.

დღეს ის რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტური მოთამაშეა - მიმდინარე სეზონში 26-ჯერ დაარტყა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ეს კი ნამდვილად არაა ის შედეგი, რომელსაც ევროპაში წასასვლელ ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს.

ერთადერთი, რაშიც კვარა შედეგიანია, ეს ჯარიმების გამომუშევება და წარმატებული დრიბლინგებია"
, - წერენ რუსეთში.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით