„ლევანდოვსკიც ვერ გაიტანდა“ - რას წერს პოლონური მედია კაკაბაძის გოლზე

24-11-2021, 14:01

ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა - "კრაკოვიას" განაპირა მცველმა მეტოქეს საკმაოდ შორი დისტანციიდან, ულამაზესი გოლი გაუტანა. 

პოლონური მედია ქართველის გოლს შემდეგნაირად ეხმაურება:

"ექსტრაკლასას სეზონის გოლი? ასეთ გოლს რობერტ ლევანდოვსკიც ვერ გაიტანდა. ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ დიდებული გოლების გატანა შეუძლიათ".

"ქართველმა თითქოს ზარბაზანიდან გაისროლა, ის არც კი დაფიქრებულა და მარჯვენა ფეხით აუღებელი დარტყმა შეასრულა
", - წერს sport.se.pl.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით