ჩუპო-მოტინგს კორონავირუსი დაუდასტურდა

24-11-2021, 20:25

მიუნხენის "ბაიერნმა" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათი გუნდის თავდამსხმელს, ერიკ-მაქსიმ ჩუპო მოტინგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კამერუნელ ფეხბურთელს კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა შეხება, ამიტომ იგი უკვე რამდენიმე დღეა, რაც კარანტინში იმყოფება. კარანტინში არიან სერჟ გნაბრი, იოზუა კიმიხი და ჯამალ მუსიალაც.

"ჩუპო მოტინგს კორონავირუსი დაუდასტურდა. "ბაიერნის" თავდამსხმელი ახლა სახლშია იზოლირებული და თავს კარგად გრძნობს,"
- იტყობინება "რეკორდმაისტერის" ოფიციალური გვერდი.

ბავარიელებს ასევე აკლიათ ნიკლას ზულეც, რომელმაც კოვიდ19 ახლახანს მოირჩინა. იზოლაციაში იმყოფება იოსიფ სტანისიჩიც.

მიუხედავად ასეთი დანაკლისისა, იულიან ნაგელსმანის ბიჭებმა გუშინ "დინამო კიევი" დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში პირველი ადგილით გასვლაც გაინაღდეს.

გუშინდელ შეხვედრაში გოლებით თავი რობერტ ლევანდოვსკიმ და კინგსლი კომანმა გამოიჩინეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით