ძანიოლოთი "ტოტენჰემი" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან

24-11-2021, 20:49

ლონდონის "ტოტენჰემი" და ტურინის "იუვენტუსი" "რომას" ახალგაზრდა ვარსკვლავით, ნიკოლო ძანიოლოთი ინტერესდებიან, - იტყობინება Il Tempo.

მიუხედავად იმისა, რომ "ჯალაროსის" ნიკოლოსთან კონტრაქტით კიდევ 2 წლიანი თანამშრომლობა აქვს განაღდებული და ფეხბურთელისთვის ისინი ახალი ხელშეკრულების შეთავაზებასაც გეგმავენ, გრანდები დანებებას არ აპირებენ.

იმ შემთხვევაში, თუ "რომასა" და ძანიოლოს შორის მოლაპარაკებები დაგეგმილად არ წარიმართა, "სპურსი" და "იუვენტუსი" საქმეში ჩაერთვებიან.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში იტალიელის მონაგარი 1 გოლსა და 2 ასისტს შეადგენს.

ნიკოლოს იტალიის ნაკრებში 8 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც მან თავი 2 შედეგიანი დარტყმით გამოიჩინა.

ცნობისთვის, 22 წლის ფეხბურთელს Transfermarkt.com-ი 40 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით