"მე მძულს მაფია" - იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 3.5 წლით ციხეში იჯდება

24-11-2021, 23:58

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ფაბრიციო მიკალის საწინააღმდეგოდ გამოტანილი განაჩენი რომის საკასაცაო სასამართლომ ძალაში დატოვა.

აღნიშნული განაჩენის მიხედვით, მაფიოზური მეთოდებით ფულის გამოძალვაში დამნაშავედ ცნობილი მიკალი სასჯელაღასრულების დაწესებულებაში 3 წელიწადსა და 6 თვეს გაატარებს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ვეტერანი ფეხბურთელი ათზე მეტი წლის წინ ცდილობდა, რომ ერთ-ერთი ბარის მეპატრონისთვის 12 ათასი ევრო არაკანონიერი ხერხით დაეცინცლა.

პირველი ინსტაციის სასამართლომ იტალიელი 3წლიანი პატიმრობით ჯერ კიდევ 2017 წელს დასაჯა. განაჩენი უფრო მაღალ ინსტანციაში გასაჩივრდა, მაგრამ ამას საბოლოო ვერდიქტზე გავლენა არ მოუხდენია.

"მე ფეხბურთელი ვარ და არა მაფიოზი. ჩემმა ბავშვურმა მიამიტობამ დამღუპა. მინდოდა, რომ სიკეთე გამეკეთებინა და ვერ ვხდებოდი, ვისთან მქონდა საქმე. 

პალერმოს მკვიდრებს პატიებას ვთხოვ. ვისურვებდი, რომ ჩემი შვილები კანონმორჩილი მოქალაქეები გაიზარდნონ. მძულს მაფია,"
- თქვა მიკალმა.

ცნობისთვის, ფაბრიციოს იტალიის ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან თავი 2 გოლით გამოიჩინა. მისი საკლუბო კარიერა კი "იუვენტუსს", "ფიორენტინას", "ლეჩესა" და "პალერმოს" ითვალისწინებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით