ტიაგო: "დღევანდელი გოლი ამაში ძალიან დამეხმარება"

25-11-2021, 15:00

"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე მოგებების სერიას აგრძელებს. მერსესაიდულმა კლუბმა შესუსტებული შემადგენლობით ენფილდზე "პორტოს" უმასპინძლა და ანგარიშით, 2-0 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ტიაგო გახდა, რომელმაც ჯერ ასისტი გააკეთა, რომელიც გაუუქმეს, შემდეგ კი შორეული გასროლით, თავისი გუნდი დააწინაურა.

ეს ტიაგოსთვის უმნიშვნელოვანესი გოლი იყო, რადგან კიდევ ხშირად იწერება იმაზე, რომ ესპანელი "ლივერპულს" ბოლომდე ვერ მოერგო. მატჩის შემდეგ ინტერვიუში, ალკანტარას თქმით:

"მე მიხარია,რომ გოლი გავიტანე. ეს ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მე ტრავმიდან ვბრუნდები და გოლი თავდაჯერებულობის მომატებაში დამეხმარება. გუნდის თამაში, თუ როგორ ვქმნიდით მომენტებს და თავს ვიცავდით, შესანიშნავი იყო."

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით