აბრამოვიჩი "ბარსელონას" ფეხბურთელის ტრანსფერს ითხოვს

25-11-2021, 17:30

"El Nacional-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსის" გავის ყიდვა სურს, კერძოდ ლონდონური კლუბი მზადაა მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

წყაროზე დაყრდნობით, კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი 17 წლის ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია და მიზანი გავის იქამდე გადმობირებაა, სანამ "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

მოსალოდნელია, რომ კატალონიური კლუბი ესპანელ ცენტრალურ ნახევარმცველთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, რომელიც 2023 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული. სავარაუდოდ, მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. 

ცნობისათვის, გავის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 14 მატჩში 1 საგოლე გადაცემაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით