დოპინგი 2012 წლის სინჯებში - 13 ძალოსანს შორის 2 ქართველი მედალოსანია

25-11-2021, 14:54

საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ, 2012 წელს ჩატარებული დოპინგ ტესტები გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ არალეგალური ნივთიერებები 13 ძალოსანს ჰქონდა მიღებული.

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის სინჯების შედეგებში აღმოჩნდა, რომ 13 ძალოსანს შორის ორი ქართველიცაა - რაულ ცირეკიძე და ირაკლი თურმანიძე. ამის გამო, შესაძლოა, ამ წლის ანტალიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოსა და ოქროს მედლები მათ ჩამოერთვათ.

ITA-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების გამო, სპორტსმენებს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ, თუმცა ქართველ ძალოსნებს აქტიური სპორტული კარიერა დასრულებული აქვთ. ყველა მათგანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს და ტესტირების გადამოწმება ითხოვოს.

85 კგ წონით კატეოგირაში, ცირეკიძემ ორჭიდის ჯამში ჩემპიონობა იზეიმა, თურმანიძე კი ბრინჯაოს დასჯერდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით