მიქაუტაძე: "ლიონიდან გაშვება ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუება იყო"

25-11-2021, 15:01

გიორგი მიქაუტაძე ბოლო სეზონების მიხედვით "სერენას" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ბელგიური გამოცემა voetbalkrant ქართველი ფორვარდის თაობაზე საინტერესო სტატიას აქვეყნებს:

"ის გუნდისთვის ამ სეზონშიც უმნიშვნელოვანესი ფიგურაა - მის ანგარიშზე უკვე 9 მატჩში 6 გოლია. ქართველმა ფორვარდმა გოლების გატანა ქვედა დივიზიონის გარდა უმაღლეს ლიგაშიც გააგრძელა. 

ის ამჟამად "მეცის" საკუთრებაა, თუმცა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე გიორგი "ლიონის" აკადემიის ღირსებას იცავდა. "დღე, როდესაც მითხრეს, რომ ჩემ შენარჩუნებას არ გეგმავდნენ, უდიდესი იმედგაცრუება იყო", - ამბობს მიქაუტაძე ერთ-ერთ ინტერვიუში. "ლიონის" რიგებში თამაშისას, მან ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ბანერები განათავსა - "ეს "ბარსელონასთან" და "რეალთან" მატჩების წინ გავაკეთე - მე ლეო მესის, კრიშტიანუ რონალდუსა და ტიერი ანრის პირისპირ ვიყავი". 

გიორგიმ აღნიშნა ისიც, რომ "ლიონი" მისი ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია
", - წერს voetbalkrant.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით