FIBA საქართველოს ნაკრების შესახებ წერს | 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება

25-11-2021, 15:21

სულ მალე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება - საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თბილისის სპორტის სასახლეში, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

გარდა უკრაინელებისა, ჩვენი მეტოქეები ესპანელი და ჩრდილოეთ მაკედონიელი კალათბურთელები იქნებიან.

საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, FIBA-მ საქართველოს მცირე სტატია მიუძღვნა:

"ისინი საკვალიფიკაციო ეტაპს, ხშირ შემთხვევაში, წარმატებით გადიან. ქართველებისთვის სპორტის ეს სახეობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ მომდევნო წელს გასამართი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი სწორედ ეს ქვეყანაა.

თავის მხრივ, მსოფლიო ჩემპიონატის გასული საკვალიფიკაციო ეტაპი მათ 5 მოგებითა და 7 მარცხით დაასრულეს, ეს არც თუ ისე სახარბიელო შედეგია. მათ ესპანელებისა და მაკედონიელების სახით საკმაოდ რთული მეტოქეები ჰყავთ"
, - წერს ფიბა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით