ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა - წოდებაში ვარდნა გარდაუვალია

25-11-2021, 19:28

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ სეკიტორი კიუშუ ბაშოზე მე-12 შეხვედრაში მარცხი იწვნია, უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) გაინაღდა და წოდებაში დაქვეითდება.

ტოჩინიშინი სუპერტურნირს მე-13 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და პირველი 4 დღე ტრავმის გამო გაუცდა, რის გამოც ძალიან რთულ ვითარებაში ღმოჩნდა. 

დღეს, ის დასავლეთის მე-16 მაეგაშირა სადანოუმის დაუპირისპირდა და მისი ასაკის იაპონელთან ამიუჩის ილეთით დამარცხდა. ასე და ამგვარად, გორგაძეს ბაშოზე 4 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა და წოდებაში ვარდნას ვერ გადაურჩება.

მთავარი საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელია - ტოჩინოშინმა დარჩენილი 3 ბრძოლიდან 1 მაინც უნდა მოიგეს, რათა ელიტარულ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს.

ხვალ, გორგაძე აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა ჩიიოტაირიუს შეხვდება, რომელთანაც კარიერულად საგრძნობი უპირატესობა გააჩნია (9:4).

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით