ჩაკვეტაძე - ქეცბაიას დაპირისპირება, ხოჭოლავას მატჩი და სხვა - ქართველები ევროტურნირებზე

25-11-2021, 19:41

დღეს ქართველი ლეგიონერების კლუბები კონფერენს ლიგის მატჩებს ჩაატარებენ. სამწუხაროდ, ქართველები ევროპა ლიგის შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ - ლაშა დვალსა და გიორგი ხარაიშვილს "ფერენცვაროშის" რიგებში დრო არ ეძლევათ, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია.

დიდია ინტერესი "ანორთოსისისა" და "გენტის" დაპირისპირების მიმართ. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი მძიმე სატურნირო ვითარებაშია - კლუბს 4 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს. საპირისპირო ვითარებაა ჩაკვეტაძის "გენტში" - ბელგიური გუნდი 4 ტურში 10 ქულით იწონებს თავს და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. შეხვედრა საქართველოს დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანს" "პაოკთან" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის. ორივე გუნდს ამ დროისთვის 7 ქულა აქვს. ვაისის შეგირდებს 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, რის გაგრძელებასაც დღეს შეეცდებიან. "ჯვაროსანთა" ნაკრების კაპიტანს დედა გარდაეცვალა, რის გამოც ის დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიღებს. შეხვედრა 21:45 საათზე დაიწყება.

იდეალურ მდგომარეობაშია დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" - დანიური კლუბი 9 ქულით ჯგუფს ლიდერობს და აუტსაიდერ "ლინკოლს" გიბრალტარში ეწვევა. მატჩი 21:45 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით