საქართველო იტალიაზე წინ - "ბორჯღალოსნები" გავლენიანმა გამოცემამ დააფასა

25-11-2021, 19:58

ცნობილმა და გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა, The Guardian-მა რაგბის ნოემბრის ტესტ-მატჩები შეფასა და ნომინანტები დაასახელა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებმა ამ თვეში სამხრეთელები აშკარად დაჩაგრეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ ირლანდიამ, ხოლო შემდეგ საფრანგეთმა, ახალი ზელანდიის ნაკრებს სძლიეს, ინგლისმა კი მსოფლიო თასის მფლობელი სამხრეთ აფრიკა დაამარცხა.

გამოცემამ ასევე საქართველოს ნაკრები გამოარჩია. ჩვენებურებმა ფიჯისთან ფრე ითამაშეს და საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ სოლიდურად გამოიყურებოდნენ. "ბორჯღალოსნები" ევროპული ქვეყნების გრადიაციაში მეექვსე ადგილზე მოხვდა და იტალიის ნაკრებზე მაღლა აღმოჩნდა.

საბოლოოდ, ნომინანტები შემდეგნაირად გადანაწილდნენ.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უძლიერესი ქვეყნები: 1. საფრანგეთი, 2. ირლანდია, 3. ინგლისი, 4. შოტლანდია, 5. უელსი, 6 საქართველო.
საუკეთესო მორაგბე: ანტუან დიუპონი (საფრანგეთი)
საუკეთესო ინდივიდუალური პერფორმანსი: ქელან დორისი (ირლანდია) ახალი ზელანდიის წინააღმდეგ
თვის დომინანტი ნაკრები: ინგლისის ქალთა გუნდი
საუკეთესო მატჩი: საფრანგეთი 40:25 ახალი ზელანდია
საუკეთესო მსაჯი: უეინ ბარნსი (ინგლისი)
საუკეთესო მწვრთნელი: ენდი ფარელი (ირლანდია)
საუკეთესო ახალწვეული: მარკუს სმითი (ინგლისი)
საუკეთესო ლელო: ვაისეა ნაიაკალევუ (ფიჯი) უელსის წინააღმდეგ
საუკეთესო შემადგენლობასტიუარდი (ინგლისი), ჯორდანი (ახალი ზელანდია), სლეიდი (ინგლისი), დე ალენდე (ს. აფრიკა), მაპიმპი (ს. აფრიკა), ნტამაკი (საფრანგეთი), დიუპონი (საფრანგეთი), კიტშოფი (ს. აფრიკა), მაუვაკა (საფრანგეთი), ფურლონგი (ირლანდია), ეცებეთი (ს. აფრიკა), ვოკი (საფრანგეთი), დორისი (ირლანდია), ბაშემი (უელსი), სავეა (ახ. ზელანდია).

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით