ონანა "აიაქსს" ტოვებს - კამერუნელმა ყველაფერს ფარდა ახადა

25-11-2021, 20:10

"აიაქსის" კამერუნელი მეკარე ანდრე ონანა ადასტურებს, რომ ის ნიდერლანდურ კლუბს ძალიან მალე დატოვებს.

ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო მეკარის სიტყვებს ავრცელებს.

"როდესაც ერთ კარს აღებ, ადრე თუ გვიან, მისი დაკეტვა მოგიწევს. შესაძლოა, ჩემი წასვლის დრო მოვიდა.

ამ კლუბისთვის ყველაფერი ყველაფერი გავიღე და ამის გაკეთებას ძალიან ვეცადე", - განაცხადა ონანამ.

ცნობისთვის, 25 წლის მეკარე "აიაქსში" 2014 წლის შემდეგ ირიცხება, Transfermarkt.com მას 17 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით