"არ გრცხვენია?" - ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ლეო მესი საჯაროდ გააკრიტიკა

25-11-2021, 22:38

ლეო მესის მიერ "მანჩესტერ სიტისთან" ჩატარებული უფერული თამაშით ყოფილი ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რაფაელ ვან დერ ვაარტი იმდენად აღშფოთდა, რომ ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელი მან საჯაროდ გააკრიტიკა.

"მესი სეირნობს და მე ვფიქრობ: "ნუთუ არ გრცხვენია?" მის გამო უკვე ვბრაზდები და ეს სამარცხვინოა, რადგან მესისნაირი ფეხბურთელი აღარასდროს დაიბადება.

ეს ჯერ კიდევ კუმანთან დაიწყო. ამას მუშაობაზე უარის დემონსტრაციულად თქმას ვუწოდებდი, რაც ლეოს მსგავს ფეხბურთელს არ ეკადრება.

ეს მხოლოდ ნების საკითხია. ან გინდა, ან არ გინდა. თუ მესის გოლი არ გააქვს ან ასისტს არ აკეთებს, მისთვის ცუდი მატჩია.

ნეიმარი განსხვავებულია. ასევე მბაპეც. აშკარაა, რომ მესი და "პსჟ" ერთმანეთს ვერ ეწყობიან,"
- უთხრა ვან დერ ვაარტმა Ziggo Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "პსჟ" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა. პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა მეორე ადგილით გამოიწერეს, რაც მათ საქმეს გვარიანად ურთულებთ.

რაც შეეხება მესის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში მას სულ 4 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით