მორიგი დაფასება - რა თანხა გადაეცემა გენოს მსოფლიო ფედერაციისგან

30-11-2021, 14:09

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაცია წონითი კატეგორიების მიხედვით საუკეთესო მოჭიდავეებს ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს - პირველ ადგილოსანი 10,000 დოლარს მიიღებს, მეორე 7,000, ხოლო მესამე - 3,000.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯილდო გენო პეტრიაშვილსა და ნიკა კენჭაძეს ერგებათ. ეს უკანასკნელი 7,000 დოლარს მიიღებს, ხოლო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი მაქსიმალურ ოდენობას. 

79კგ, თავისუფალი ჭიდაობა:
ჯორდან ბეროუზი (აშშ) – 10000 დოლარი
ნიკა კენჭაძე (საქართველო) – 7000 დოლარი
მოჰამად ნოხოდილარიმი (ირანი) – 3000 დოლარი

125კგ, თავისუფალი ჭიდაობა:
გენო პეტრიაშვილი (საქართველო) – 10000 დოლარი
ამირ ზარე (ირანი) – 7000 დოლარი
ტაჰა აკგული (თურქეთი) – 3000 დოლარი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით