"მითხრეს ძალა არ გყოფნისო" - სპორტის რომელ სახეობაში დაიწუნეს კონსტანტინე ჯანაშია

30-11-2021, 19:46

სთრონგენმა კონსტანტინე ჯანაშიამ მედიასთან საუბრისას ბევრისთვის უცნობი ისტორია გაიხსენა.

როგორც აღმოჩნდა, ის პატარაობაში ხელბურთსაც თამაშობდა, საიდანაც უცნაური მიზეზით გამოუშვეს:

"მამაჩემის მეგობარი ხელბურთის მწვრთნელი იყო, იქ მისი რჩევით მივედი, პატარაობიდანვე სპორტული ბავშვი ვიყავი. 15 წლის ვიყავი, როცა ნაკრებში მოხვდი და ევროპის ჩემპიონატზეც ვითამაშე, თბილისის "თბილისსში" ვთამაშობდი.

შემდეგ ისე მოხდა, რომ მითხრეს, ძალა არ გყოფნისო, ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ცოტა ხნის წინ, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შემხვდა, მაგრამ ვერ მიცნო. არ მივსულვარ და ჩემი თავი არ შემიხსენებია, მაგრამ ცხადია, ვერ მიცნო
", - განაცხადა ჯანაშიამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით