შვეიცარიული და თურქული კლუბები საქმეში - აზაროვისთვის ბრძოლა გაჩაღდა

30-11-2021, 22:27

ქართული ვებგვერდის, Goal.ge-ს ინფორმაციით, შვეიცარიული "ბაზელი" ბათუმის დინამოს მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის ტრანსფერით არის დაინტერესებული.

როგროც ირკვევა, შვეიცარიული კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, 19 წლის განაპირა მცველის სანაცვლოდ ზამთრის სატრანსფეროს ფანჯარაზე 1.2 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ამომავალი ვარსვკლავის ტრანსფერისთვის ასევე იბრძვის თურქული "ტრაბზონსპორიც", ისინი მზად არიან, ირაკლის სანაცვლოდ 1.5 მილიონი ევრო გადაიხადონ.

როგორც მოგეხსენებათ, ბათუმური კლუბი საქართველოს ჩემპიონი გახდა, აზაროვი კი ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით