"გენტის" მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე: "საკუთარ თავს მოჰკითხოს"

30-11-2021, 22:48

გიორგი ჩაკვეტაძე ისევ იუქმებს - "გენტმა" 1-ელ დეკემბერს "ლომელთან" ჩასატარებელი მატჩისთვის 21-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ნახევარმცველი ისევ ვერ მოხვდა.

კლუბის მთავარმა მწვრთელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა მედიის წარმომადგენლებთან ქართველის შესახებ ისაუბრა.

"შეტევაში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, რის გამოც გუნდში დიდი კონკურენციაა. როდესაც შანსი მოგეცემა უნდა გამოიყენო.

გიორგი ჩაკვეტაძე სამატჩო სიაში არ არის, საკუთარ თავს მოჰკითხოს. გიორგის გადატვირთვა სჭირდება", - განაცხადა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველი ნოემბრის სანაკრებო მატჩებში გამოძახებული იყო, თუმცა მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებია. ამის შემდეგ ის კლუბის განაცხადში ერთადერთხელ მოხვდა, თუმცა არ უთამაშია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით