"შეგიძლიათ ამის შესახებ ხვიჩას ჰკითხოთ", - რუსმა მწვრთნელმა კვარაცხელია გააკრიტიკა

30-11-2021, 22:57

ყაზანის "რუბინის" ყოფილმა მწვრთნელმა რომან შარონოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განცხადება გააკეთა. ცნობისთვის, რუსი სპეციალისტი ყაზანურ კლუბს 2019 წელს ავარჯიშებდა, რა დროსაც ხვიჩა ახალწვეული იყო, რის გამოც შარანოვისგან ნდობა თითქმის არ ჰქონია.

45 წლის სპეციალისტის "რუბინში" მუშაობის პერიოდში ქართველმა გარემარბმა მოედანზე მხოლოდ 2-ჯერ გაატარა 90 წუთი და ახლა, როდესაც ის კლუბის ლიდერია, მწვრთნელს ჰკითხეს, რატომ არ აძლევდა მას შანსს.

"შეგიძლიათ, ხვიჩას ჰკითხოთ, ვხედავდი თუ არა მასში პოტენციალს. გადაამოწმეთ მასთან, რაზე ვსაუბრობდი. ვუთხარი, რომ ევროპულ კლუბში მოხვედრის პოტენციალი აქვს, თუმცა ამისთვის ბევრი მუშაობა სჭირდება. 

ხვიჩა ცოტას იმიტომ თამაშობდა, რომ გუნდისთვის ბევრ არასასარგებლო გადაწყვეტილებას იღებდა. ხვიჩამ სტაბილურობის მხრივ უნდა მოუმატოს.

გარდა ამისა, მისი შედეგიანობა გაუმჯობესებას საჭიროებს"
, - განაცხადა შარონოვმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით