შანსი მამარდაშვილს - რა შემთხვევაში ვიხილავთ გიორგის მინდორზე

30-11-2021, 23:33

ესპანური Plazadeportiva-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ვალენსიას" ქართველი გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი თავის მორიგ შანსს უახლოეს მომავალში უნდა ელოდოს.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ სტარტს ესპანეთის სამეფო თასი იღებს. 2 დეკემბერს "ღამურებს" უკვე პირველი მატჩი ელოდებათ 2 დეკემბერს "უტრილიასის" წინააღმდეგ.

კოპა დელ რეიზე შანსი სათადარიგო ფეხბურთელებს გაცილებით უფრო მეტად ეძლევათ, ვიდრე ლა ლიგაში. ეს ეხება მეკარის პოზიციასაც, სადაც ხოსეპ ბორდალასისგან გარკვეულ ცვლილებებს ელიან.

გუნდის ძირითადი გოლკიპერი იასპერ სილესენია. მაშასადამე, მას სასტარტო შემადგენლობაში არ უნდა ველოდოთ. ჩამოწერილია მეოთხე მეკარე კრისტიან რივეროც, რომელსაც იანვარში ან გაანათხოვრებენ, ან გაყიდიან.

ეს ყოველივე კი გვაძლევს სურათს, სადაც კოპა დელ რეიზე თამაშის შანსი ან ახალგაზრდა მამარდაშვილს მიეცემა, ან გამოცდილ ხაუმე დომენეკს.

20 წლის ქართველს დომენეკთან კონკურენცია აქვს მოსაგები და თუ ეს მოხდა, მას კვლავ ვიხილავთ მინდორზე.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ლა ლიგის პირველი 6 ტური სრულად ითამაშა, თუმცა სექტემბრის მერე ის მოედანზე აღარ გასულა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით