მესის უარი ლაპორტას - რა მოხდა პარიზში

1-12-2021, 17:00

ევროპული გამოცემები ბოლო ხანებში ხშირად წერენ, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასა და "პარი სენ ჟერმენის" მეგავარსკვლავ ლეო მესის შორის ურთიერთობა გაფუჭდა.

ამის მიზეზად აგვისტოს მოვლენები სახელდება. როგორც ჩანს, "ლა პულგა" ლაპორტას ვერ პატიობს, რომ მის "ბარსაში" დასატოვებლად არაფერი გააკეთა.

ჟურნალისტ ჟოან ვეილსის ცნობით, მდგომარეობის გამოსწორება ლაპორტას ოქროს ბურთის ცერემონიაზე სურდა.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" მმართველს უნდოდა, რომ მესისთან საერთო ფოტო გადაეღო, რითაც ხალხს აზრს შეაცვლევინებდა.

მიუხედავად ჟოანის სურვილისა, ეს ვერ მოხერხდა, რაც ლიონელ მესის მამის, ხორხე მესის დამსახურებაა.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბრის ცერემონიაზე 34 წლის მეგავარსკვლავმა კარიერაში მე-7 ოქროს ბურთი მოიგო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით