ოლიმპიადის ტრავმირებული ტრიუმფატორები - რა მსგავსება აქვთ ბექაურსა და ზვიადაურს

1-12-2021, 20:05

როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ ზაფხულში, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს, 2 დღის წინ კი ის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ოლიმპიადის ყოფილი ტრიუმფატორის მეგობარი გელა დაიაური ზურაბის მონდომებასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას იხსენებს:

"თუ სწორად მახსოვს, მაშინ სპორტული ბოტასები მოჰპარეს. ზოგი ამბობდა, რომ ეს კონკურენციის გამო, სპეციალურად ხდებოდა. თავის ბოტასებს ითხოვდა, როდესაც ბარძაყში დაჭრეს. ოლიმპიადაზე ისე წავიდა, რომ ფეხი კარგად მოშუშებული არ ჰქონდა, თუმცა გამარჯვება მაინც შეძლო.

ახლა ლაშა ბექაურის მამამ ფოტო გამომიგზავნა, სადაც ლაშას ზვიადაურის კიმანო აცვია და მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობს. ღმერთმა ბედით არ დაამსგავსოს, მაგრამ ოლიმპიადაზე ლაშაც ტრავმირებული წავიდა, საბოლოოდ კი ორივემ გვასახელა.

უნდა გენახათ, ზურაბი როგორ გულშემატკივრობდა. ოღონდ მოიგოს და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებაო, ამას იმეორებდა. როდესაც მისი ნათლული ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, სიხარულისგან არ იცოდა, რა ექნა"
, - განაცხადა დაიაურმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით