პაატა გურასპაული საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირდა

1-12-2021, 20:12

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკალათბურთო ფედერაციის არჩევნები მოახლოვდა და პრეზიდენტობისთვის 2 პირი იბრძოლებს.

თუ ამ დრომდე კანდიდატურა მხოლოდ ვიქტორ სანიკიძეს ჰქონდა წარდგენილი, დღეს თავის მხრივ, კალათბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი პაატა გურასპაული დარეგისტრირდა.

პაატა გურასპაულის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, საერთო-საარჩევნო კრება 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით