მამარდაშვილი სასტარტოში ბრუნდება?! - "ყველას თანაბარი შანსები აქვთ"

1-12-2021, 21:30

ხვალ, 2 დეკემბერს, "ვალენსია" კოპა დელ რეის 1/64 ფინალურ ეტაპზე ქვედალიგელ "უტრილიასს" ესტუმრება.

მატჩის წინა დღეს "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა ხორხე ბორდალასმა მედიის წარმომადგენლებთან შემადგენლობის არჩევის პრინციპზე ისაუბრა და რაც მთავარია, მამარდაშვილის საკითხს შეეხო.

"ის ზუსტად ვიცი, რომ ხვალ იასპერ სილესენი არ ითამაშებს. მამარდაშვილს, რივეროსა და ხუამეს თანაბარი შანსები აქვთ, გადაწყვეტილებას კი მატჩის დღეს მივიღებთ. სამივე მეკარე კარგად მუშაობს და თითოეულ მათანს ვენდობით", - განაცხადა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ლა ლიგის პირველი 6 ტური სრულად ითამაშა, თუმცა სექტემბრის მერე ის მოედანზე აღარ გასულა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით