რუსი მწვრთნელი: ასეთი არაფერი მინახავს, ქართველებს წაგება უნდა ჩათვლოდათ

2-12-2021, 00:26

11 დეკემბერს რაგბი ევროპის სუპერთასის ეგიდით "შავი ლომი" კრასნოიარსკის "ენისეის" დაუპირისპირდება, თუმცა რუსული კლუბის მთავარი მწვრთნელი, ალექსანდრ პერვუხინი, ჯერ კიდევ ოქტომბერში ჩაშლილ თამაშს მისტირის, რომელიც გართულებული კოვიდ-სიტუაციის გამო არ შედგა.

ამასთან დაკავშირებით მან თავისი პრეზენტზიული შეხედულება არ დამალა:

"თანახმანი ვიყავით, რომ ფინანსური საკითხი მოგვეგვარებინა და ხარჯები საკუთარ თავზე აგვეღო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს რაგბის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისგან მივიღეთ წერილი, რომ ეს ზედმეტად ხანგრძლივი ფრენა იქნებოდა, რაც მორაგბეების კეთილდღეობაზე უარყოფითად იმოქმედებდა.

კონკრეტულად ამ სიტუაციაში ერთი რამ მაწუხებს - დიახ, ნებისმიერი კლუბი ან ფედერაცია თავად წყვეტს ამა თუ იმ ადგილას როგორ ჩააღწიოს. კარგია, რომ იშოვეს ფული და ჩარტერი შეუკვეთეს, თუმცა, ამჟამინდელი კოვიდ და პოლიტიკური სიტუაციაც ხომ უნდა გაეთვალისწინებინათ, მითუმეტეს, რომ ამის შესახებ თავად წერდნენ.

თანაც, მათ არანაირი სარეზერვო ვარიანტი  არ ჰქონიათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ რომ ქართველებთან მიმართებით ასე მოვქცეულიყავით, მოსმენითაც კი არ მოგვისმენდნენ, პირდაპირ წაგებას ჩაგვიწერდნენ. მაშინ ეს ჩვენი პრობლემა იქნებოდა. მეტი რა უნდოდათ? პრობლემა მოვაგვარეთ, რუსეთში ჩამოსვლის უფლება მივეცით, შემდეგ კი, თამაშის 4 საათით გადაწევასაც დავთანხმდით, მაგრამ გვითხრეს, გამოძინებას ვერ მოვასწრებთო... მაშინ, სად არის სპორტული პრინციპი? ენისეის რომ საშინაო მოედნის უპირატესობას ართმევ, ეს ნორმალურია და ოდნავ ძილის მოკლება - არანორმალური?
", - განაცხადა მან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით