"დინამომ" საკუთარ მოედანზე "ალაშკერტს" სძლია

12-07-2016, 23:20

მოგეხსენებათ, დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები იმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონიც იღებს. თბილისის "დინამოს" მეტოქე ამ სტადიაზე სომხური "ალაშკერტია". მატჩი მასპინძლებისთვის სასიკეთოდ წარიმართა. უპირატესობა სწორედ მათ მხარეს იყო და საბოლოოდ, ანგარიშით 2-0 გაიმარჯვეს. ორივე გოლი მატჩის მეორე ნახევარში გავიდა. ანგარიში ოთარ კიტეიშვილმა გახსნა, მეორე ბურთი კი გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის კარი პენალტით აიღო. "დინამომ" განმეორებითი მატჩისთვის კარგი უპირატესობა შეიქმნა, რომელიც ერთ კვირაში გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით