• 21-06-2023
    ოთარ კიტეიშვილი: “თავიდანვე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო თამაში”
    ოთარ კიტეიშვილი: “თავიდანვე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო თამაში”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში შოტლანდიასთან ანგარიშით 2:0 დამარცხდა.

    მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კიტეიშვილმა Europop-თან ისაუბრა:

    “ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში იყო, ორივე ტაიმში სწრაფი გოლი გავუშვით, რაც ყოველთვის ცუდად აისახება გუნდის თამაშზე. იყო მომენტები, როცა ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ შეტევაში სიმწვავე გვაკლდა. უბურთოდაც ძალიან გვიჭირდა მეტოქის კონტროლი, განსაკუთრებით მოედნის ცენტრში უპირატესობას გვიქმნიდნენ და დამსახურებულად მოიგეს.

    ასეთ სიტუაციაში თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ალბათ, მათთვისაც რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. თავიდანვე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო თამაში და იმ დროს არ უნდა დაწყებულიყო. შემდეგ უკვე უკეთესი მოედანი იყო და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაგვეგრძელებინა. რთული იყო ფსიქოლოგიურად, შედი, გამოდი, შედი, გამოდი და თამაშში სრულად ჩართვა, მაგრამ ეს მოვახერხეთ. ცოტა თავიდან სუსტად დავიწყეთ, თუმცა, შემდეგ მომენტებში ვაკონტროლებდით თამაშს, მაგრამ როგორც ვთქვი, სიმწვავე დაგვაკლდა.

    ქართველი გულშემატკივრების შეძახილები გვესმოდა, ყოველთვის ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას. დღესაც, ამხელა სტადიონზე, მაინც ახერხებდნენ მცირე დოზით ჩვენს გამხნევებას, რაც ძალიან დასაფასებელია და დიდი მადლობა მათ". - განაცხადა კიტემ.

    Facebook კომენტარები