"კვარაცხელია გონს უნდა მოეგოს" - რას წერენ რუსეთში ხვიჩაზე

13-01-2022, 22:00

დრო გადის, ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდო ტრანსფერის შესახებ რუსულ გამოცემებში ცნობები კი არ წყდება.

ამჯერად, ქართველ ნახევარმცველს მცირე სტატია Euro-football-მა მიუძღვნა.

"რუბინისთვის კვარაცხელიასა და სამოშნიკოვის მსგავსი ფეხბურთელების გაყიდვა წარმატება იქნება. აღნიშნული ტრანსფერები ყაზანელთა ბიუჯეტს სოლიდურად შეავსებს.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ ორივე მათგანი გონს მოეგოს - ხვიჩა სეზონის პირველი ნახევრის სუსტად ჩატარების, ხოლო ილია ტრავმის შემდეგ. 

შესაძლოა, რომ ეს ორი ფეხბურთელი კლუბმა ისე ძვირად ვერ გაყიდოს, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი.

ამ გარემოებამ "რუბინის" ხელმძღვანელობა არ უნდა დააბნიოს, რადგან ქართველი გარემარბი და რუსული მარცხენა მცველი სატრანსფერო ბაზარზე კლვავ მოთხოვნად ფეხბურთელებად ითვლებიან", - წერს გამოცემა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით