ოქროს შანსი მამარდაშვილს - ქართველს ადგილის დაბრუნება შეუძლია

12-01-2022, 15:55

მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ვირუსი მრავალ სპორტსმენს შეეყარა. რა თქმა უნდა, ამან მრავალი ჩვენგანის საყვარელი სპორტსმენი საქმიანობას დროებით ჩამოაშორა, თუმცა დადებითი მხარე ამასაც კი აქვს.

როგორც ირკვევა, "ვალენსიაში" კორონავირუსის აფეთქებაა და ინფიცირებულთა შორის კლუბის მთავარი მეკარე იასპერ სილესენია.

ბუნებრივია, მსგავსი სიახლე ხელს აძლევს გიორგი მამარდაშვილს, რომელიც, დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ "ღამურების" კარი ესპანეთის ჩემპიონატის პირველ 6 ტურში დაიცვა, თუმცა შემდეგ ის გამოცდილმა ნიდერლანდელმა ჩაანაცვლა.

ცნობისთვის, 2021 წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მამარდაშვილი თბილისის "დინამოდან" ოფიციალურად, დაახლოებით 850 000 ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით