რამდენი იქნება თბილისის "დინამოს" ბიუჯეტი - სერიოზული დარტყმა

13-01-2022, 14:49

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული კანონის თანახმად, სათამაშო ბიზნესი სპორტს ვეღარ აფინანსებს, შესაბამისად ეროვნული ლიგის კლუბებს სპონსორები მოაკლდათ.

ერთ-ერთი მათგანი ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი, თბილისის "დინამოცაა" - აქამდე, მათი ერთ-ერთი მთავარი სპონსორი Betlive იყო, მაგრამ ხელშეკრულება შეწყდა. 

შესაბამისად, რომან ფიფიას გუნდს ბიუჯეტის 15% მოაკლდა, ეს კი დაახლოებით 600 000 ლარი გახლავთ. გუნდის წლიური ბიუჯეტი 4 მილიონ ლარს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ სპონსორები დაკარგეს ბათუმის "დინამომ" (Europebet) და თბილისის "ლოკომოტივმა" (Crocobet).


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით