საბა ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადაზე იასპარეზებს - ემოციური დღეები წინ არის

13-01-2022, 23:23

ქართველმა სპორტსმენმა საბა ქუმარიტაშვილმა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ზამთრის 24-ე ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი 4-დან 20 თებერვლამდე უმასპინძლებს, საბა ასპარეზობაში კი 5 თებერვლიდან ჩაერთვება.

ცნობისთვის, საბა ქუმარიტაშვილი ტრაგიკლუად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ნათესავია და ორივე მათგანის მწვრთნელი ფელიქს ქუმარიტაშვილი იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური მედლისთვის იბრძოლებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით