მატჩი ჩაინიშნა - კვარაცხელია ქართულ გუნდს დაუპირისპირდება

13-01-2022, 23:28

რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ ყაზანის "რუბინი" წინასასეზონო შეკრებას თურქეთში გაივლის.

მეზობელ ქვეყანაში გადის შეკრებას საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის "დინამოც".

როგორც ირკვევა, ზღვისპირული კლუბი წინასასეზონო შეკრებაზე ლეონიდ სლუცკის შეგირდებს დაუპირისპირდებიან, რომელთა რიგებშიც, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაცაა.

გარდა ამისა, "ბათუმი" "პარტიზანს", "გდანსკისა" და "ლეხ პოზანს" დაუპირისპირდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით