ევლოევი თოფურიაზე: "მას ყველაფერი მოეკითხება"

13-01-2022, 23:34

როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია დაუმარცხებელ მოვსარ ევლოევს უნდა შეხვედროდა, თუმცა რუს მებრძოლს კორონავირუსი დაუდასტურდა და ბრძოლაც ჩაიშალა.

რუსმა სპორტსმენმა ამასთან დაკავშირებთ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ბრძოლა ადრე თუ გვიან მაინც გაიმართება.

"ას-სალამ ალეიკუმ! ახალი კორონავირუსით დავინფიცირდი. სამწუხაროდ, ეს სამთვიანი მოსამზადებელი პროცეცის ბოლო ეტაპზე, ბრძოლის წინ მოხდა. აუცილებელია დაავადებისგან განკურნება, შემდეგ კი სუნთქვის აღსადგენად რეაბილიტაციის პროცესი.

ჩემთვის ყველაზე საწყენი ის არის, რომ ბრძოლას ვინც ელოდა, ის ვერ ისიამოვნებს. გპირდებით, ოქტაგონზე სწრაფად დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ. კიდევ უფრო მეტს ვივარჯიშებ.

ჩემი მეტოქე (ილია თოფურია) ჩემს შეურაცხყოფას აგრძელებს. ჩვენი ბრძოლა ადრე თუ გვიან გაიმართება, სადაც მას ყველაფერი მოეკითხება", - წერს ევლოევი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით