''ნერაძური" მენეჯერებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

14-01-2022, 15:20

იტალიის სუპერთასის დაუფლების შემდეგ ''ინტერი'' რამდენიმე მენეჯერთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე მუშაობს. მომავალ კვირას  კლუბის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა, სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო და მისი მოადგილე დარიო  ბაჩინი 2025 წლამდე გაახანგრძლივებენ ''ინტერთან'' შეთანხმებას. 

რამდენიმე ხნის უკან ''ნერაძურიმ'' ლაუტაროს, ბარელას, ბასტონისა და დიმარკოს გაუგრძელა კონტრაქტები. ამასთანავე გუნდი ახლოსაა ბროზოვიჩთან შეთანხმების მიღწევამდე. Sky Sport-ს თუ დავეყრდნობით, კლუბის პრეზიდენტი, სტივენ ზანგი სიმონე ინძაგის მუშაობით კმაყოფილია და მომავალში მასთანაც გეგმავს ხელშეკრულების გახანგრძლივებას. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით