ინძაგით ტოპ კლუბები დაინტერესდნენ

14-01-2022, 15:45

''ინტერის'' მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი ევროპის ტოპ კლუბების სამიზნე გახდა.  Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის მენეჯერმა შეთავაზება მიიღო როგორც ''მანჩესტერ იუნაიტედიდან," ასევე მადრიდის ''ატლეტიკოდან." თუმცაღა ''ნერაძური'' სიმონესთან კონტრაქტის 2025 წლამდე  გახანგრძლივებასა და ხელფასის გაორმაგებაზე ფიქრობს. 

ინძაგიმ 2021 წლის ზაფხულში ''ინტერის'' მწვრთნელის პოზიციაზე ანტონიო კონტე ჩაანაცვლა და კლუბთან ორწლიანი შეთანხმება გააფორმა. ოთხშაბათს ''ნერაძურიმ" სიმონეს ხელმძღვანელობით პირველი ტიტული მოიპოვა. სათქმელია ისიც, რომ  უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მილანური კლუბი პირველად წელს გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით