"ბარსელონა" ნიკლას ზიულეთი დაინტერესდა

14-01-2022, 16:30

ცენტრალური მცველის ძიებაში გართულ "ბარსელონას" ახალი სამიზნე გამოუჩნდა.

როგორც Bild გვატყობინებს, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" თვალი მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელს, ნიკლას ზიულეს დაადგეს.

26 წლის ფეხბურთელი მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება.

წყაროს თანახმად, "ბარსას" ინტერესი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, გააფორმებს თუ არა ნიკლასი ახალ კონტრაქტს "რეკორდმაისტერთან".

მიმდინარე სეზონში ზიულემ 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ "ალიანც არენაზე" ნიკლასი 2017 წელს "ჰოფენჰაიმიდან" აღმოჩნდა. "სოფლელებს" მაშინ მიუნხენელებმა 20 მილიონი ევრო გადაუხადეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით