ჰოლანდის აგენტის მეგობარი: "ერლინგს "ბარსელონაში" ვხედავ"

14-01-2022, 17:03

ცნობილმა საფეხბურთ აგენტმა, პედრო ბრავომ დორტმუნდის "ბორუსიას" ნორვეგიელი თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა.

"მე რომ ფსონის დადება მიწევდეს, სად ითამაშებდა ჰოლანდი შემდეგ სეზონში, ინგლისურ კლუბს ან "ბარსელონას" ავირჩევდი და არა "რეალ მადრიდს". ის მბაპესთან
გაერთიანებას არ აპირებს. მე მინოს (*მინო რაიოლა, ნორვეგიელის აგენტი) ვესაუბრე... ამ საკითხზე არა, მაგრამ ჰოლანდს "ბარსაში" ვხედავ.

ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ერლინგი ჰოლანდი იქნება ის, ვინც საკუთარ მომავალს გადაწყვეტს. რა თქმა უნდა, მინოს რჩევით. მას, როგორც ყველა აგენტს, თავისი
კლიენტისთვის საუკეთესო სურს." - თქვა ბრავომ El Chiringuito-ს ეთერში.

ნიშანდობლივია, რომ პატივცემული პედრო ნორვეგიელი თავდამსხმელის აგენტის, მინო რაიოლას ახლო მეგობარია, რაც მის ნააზრევს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ბოლო ინფორმაციების თანახმად, ჰოლანდისთვის ზაფხულში "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" იბრძოლებენ.

აქვე გეტყვით, რომ 21 წლის სუპერფორვარდს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 19 გოლი და 6 ასისტია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით