"ჰეი, შენ, პატარა ვირთხავ!" - თოფურიას მესიჯი რუს მებრძოლს

14-01-2022, 16:50

როგორც მოგეხსენებათ, 23 იანვარს, ლოს ანჯელესში ქართველი მებრძოლი ილია თოფურია მოვსარ ევლოევს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ბრძოლა ჩაიშალა.

რუსი სპორტსმენის თქმით, მას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ბრძოლაში მონაწილეობას ვერ შეძლებს, ამის შემდეგ კი თოფურიას შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთების შეწყვეტისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ ამისთვის მას მოეკითხებოდა.

თოფურიამ ევლოევს პასუხი სოციალური ქსელის მეშვეობით დაუბრუნა:

"ჰეი, შენ, პატარა ვირთხავ! მე არაფერი დამიწყია, ეს შენ დაიწყე ყველაფერი ინტერნეტში დიდკაცობით. მითხრეს, რომ 23 იანვარს ლოს ანჯელესში უნდა ვყოფილიყავი, სადაც თავს მოგაძრობდი, ვირთხავ, მე კი უკვე აქ ვარ.

საიდანაც მე ვარ, თუ იქ ორი კაცი ჩხუბს აპირებს და ერთ-ერთი არ გამოჩნდება, ჩვენ მას მშიშარას ვუწოდებთ და ეს შენი სახელია!

მამაცი მხოლოდ ინტერნეტში, ტელეფონს უკან ხარ. დაუმარცხებლის სტატუსტი ოქტაგონზე გაუსვლელად დაკარგე, ვინაიდან უკვე იცოდი, რაც წინ გელოდებოდა. ვირთხასავით წაგაძრობდი თავს! "კოვიდი მაქვს", ვირთხა!", - მიმართა თოფურიამ ევლოევს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით