ნუკრი რევიშვილი ხვიჩაზე: "ვინმემ მის განვითარებას ხელი შეუშალა?"

14-01-2022, 18:13

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ყაზანის "რუბინის" რიგებში ირიცხება, რაშიც ქომაგთა უმეტესობა ბრალს მის აგენტს მამუკა ჯუღელს სდებს.

ქართველმა მეკარემ ნუკრი რევიშვილმა გადაცემა "ტაიმ აუტში" ამ საკითხის შესახებ ისაუბრა და აგენტის მხარე დაიჭირა.

"მამუკა ჯუღელი გვერდით უამრავ ქართველ ფეხბურთელს დაუდგა, მათ შორის, მეც. მისი კრიტიკა იმის გამო, რომ კვარაცხელია ახლა "ბაიერნში" არ თამაშობს, საქმეში ნაკლებად ჩახედული ადამიანების მხრიდანაა.

ვინმემ ხვიჩას განვითარებას ხელი შეუშალა? გასულ ზაფხულს რეალური სატრანსფერო წინადადება არ ყოფილა. "რუბინი" თავად ყიდულობს ფეხბურთელებს 7 მილიონ ევროდ და უფრო მეტად.


შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ, საკუთარი ლიდერი უფრო ნაკლებად გაასხვისოს?", - განაცხადა რევიშვილმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით