ცნობილია - რამდენმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება ჯაკა

14-01-2022, 20:09

გუშინ შედგა კარაბაო თასის ნახევარფინალური ჯახის პირველი შეხვედრა, სადაც მერსესაიდულმა "ლივერპულმა" ლონდონის "არსენალს" უმასპინძლა და მხოლოდ ნულოვან ფრეს გამორჩა.

საბოლოო შედეგით მეტად კმაყოფილნი "მეთოფეები" დარჩნენ, რადგან მათ 25-ე წუთიდან კაცნაკლულთ უწევდათ თამაში.

წითელი ბარათი "არსენალის" შვეიცარიელმა ნახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამ დაიმსახურა. ჯაკა მინდვრიდან დიეგუ ჟოტაზე ბოლო იმედის ჯარიმის აღების გამო მიაბრძანეს.

გრანიტისთვის ეს ამ სეზონში მეორე გაძევებაა, ამიტომ ბევრი ფიქრობდა, რომ მას 4მატჩიან დისკვალიფიკაციას გამოუწერდნენ, თუმცა Football.London-ის ჟურნალისტი სხვა ინოფორმაციას ავრცელებს.

კაია კანაკის თანახმად, ჯაკას მხოლოდ 2 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რადგან მეორე გაძევება არა განსაკუთრებულად უხეში თამაშით, არამედ ბოლო იმედის ჯარიმის აღებით დაიმსახურა.

მაშასადამე, 29 წლის ფეხბურთელი მიკელ არტეტას გუნდს ლონდონის "ტოტენჰემთან" (პრემიერლიგა) და "ლივერპულთან" (კარაბაოს თასის ნახევარფინალი) დააკლდება. სამაგიეროდ, მას "ბარნლისა" და "ვულვზის" წინააღმდეგ გასამართ პრემიერლიგურ მატჩებში ის ესპანელი სპეციალისტის განკარგულებაში იქნება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით