2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები - მესი პირველია

14-01-2022, 21:42

ბრიტანულმა გამოცემამ Daily Star-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ათეული გამოაქვეყნა.


ათეულს არგენტინელი მეგავარსკვლავი ლიონელ მესი ლიდერობს, რომელიც "პარი სენ-ჟერმენისგან" 960 000 ევროს იღებს.

მეორე ადგილზე მისივე თანაგუნდელი ნეიმარია (£606 000), ხოლო სამეულს "შანხაი პორტის" ნახევარმცველის ოსკარი (£540 000) ავსებს.

საბოლოოდ, ათეული ასეთია:

  1. ლიონელ მესი - £960 000*
  2. ნეიმარი - £606 000
  3. ოსკარი - £540 000
  4. გარეთ ბეილი - £528 000
  5. კილიან მბაპე - £410 000
  6. კრიშტიანუ რონალდუ - £385 000
  7. კევინ დე ბრუინი - £385 000
  8. ედენ აზარი - £381 000
  9. ფილიპე კოუტინიო - £380 000
  10. დავიდ დე ხეა - £375 000
*მოცემულია ყოველკვირეული ანაზღაურება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით