"არსენალში" მდგომარეობა კრიტიკულია - "მეთოფეებმა" დერბის გადადება მოითხოვეს

14-01-2022, 22:45

ლონდონის არსენალში საკადრო პრობლემებია - "მეთოფეებს" ფეხბურთელები როგორც კორონავირუსისა და ტრავმების, ასევე აფრიკის თასის გამო აკლიათ, რის გამოც გუნდში მდგომარეობა კრიტიკულია.

სწორედ ამის გამო, ლონდონურმა კლუბმა თანაქალაქელ "ტოტენჰემთან" კარს მომდგარი დერბის გადადება მოითხოვა.

The Athletic-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც "ლივერპულთან" მატჩსი სედრიკ სოარეშმა და ბუკაიო საკამ მოედანი ტრავმის გამო დატოვეს, "არსენალს" მხოლოდ 12 ჯანმრთელი მოთამაშე დარჩა.

პრემიერ ლიგის რეგულაციების თანახმად, თუ გუნდს 14 მოთამაშე არ ჰყავს, მატჩი გადაიდება.

ლიგის ხელმძღვანელობა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას შაბათს მიიღებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით