"მილანისა" და ლეაოს მოლაპარაკება – როგორია რაფაელის სურვილი

14-01-2022, 23:07

"MilanNews-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" რაფაელ ლეაოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს უკვე რამდენიმე კვირაა 22 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით.

საუბარი მიდის ხელშეკრულების 2026 წლამდე გახანგრძლივებაზე. რაფაელი, მართლაც, ბრწყინვალე ფორმაშია და მისი სურვილიც კვლავ "მილანური" მომავალია.

ახლა უკვე ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელობამ უნდა გამოიჩინოს წინდახედულობა, რომ დონარუმასა და კესის მსგავსი სიტუაცია არ შეიქმნას.

გეტყვით, რომ ამ სეზონში ლეაოს ანგარიშზე შავ-წითელი მაისურით 22 დაპირისპირებაში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით