• 02-02-2024
    ბერგვალის შეძენით “ტოტენჰემი” დაინტერესდა
    ბერგვალის შეძენით “ტოტენჰემი” დაინტერესდა

    როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონამ” ლუკას ბერგვალის ტრანსფერი დახურა.

    როგორც ჩანს, ყველაფერი გადაწყვეტილი არ ყოფილა. გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 17 წლის შვედმა ფეხბურთელმა დღეს ლონდონში, “ტოტენჰემის” წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

    ბერგვალსი პირადად დეიან კულუსევსკის გაესაუბრა, რომელიც მისთვის საკმაოდ დიდი ავტორიტეტი გახლავთ.

    შედეგად, ამ ეტაპზე, 17 წლის მოთამაშის “ბარსელონაში” ტრანსფერის შანსი 50/50-ზეა.

    ცნობისთვის, ბერგვალმა “დიურგორდენის” მაისურით ჩატარებულ 25 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები